სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი
დადგენილების ნომერი № 32432 (დანართი №62)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოგსაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები - 60 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები - 60 ECTS კრედიტი
სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა და გამოუმუშავოს უნარ-ჩვევები, რომლის საფუძველზეც მათ შეეძლებათ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების და პროცესების გეოგრაფიული კანონზომიერებებისა და თავისებურებების გამოვლენა და აღნიშნულ სფეროებში ცვლილებების შეფასება ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით; გამოცდა ინგლისურ ენაში4 (ან დადასტურება შესაბამისი სერთიფიკატით) – B2 დონე; გამოცდა სპეციალობაში5 (შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე) - წერით გამოცდა სოციალურპოლიტიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში; საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
მაგისტრი სიღრმისეულად აღწერს და განმარტავს თანამედროვე გეოგრაფიულ კონცეფციებსა და პარადიგმებს, რაც მას ეხმარება სწორი წარმოდგენა შეიქმნას მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების, განსაკუთრებით მათი სივრცითი თავისებურებების შესახებ; საზოგადოების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს;
კვლევის პროცესში სათანადოდ იყენებს ინფორმაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების როლს.
მაგისტრს შეუძლია
დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება, კერძოდ, სალიტერატურო, სტატისტიკურ და სხვა სახის წყაროებთან მუშაობა, საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების დრო-სივრცითი ანალიზი და შედეგების შეფასება;
დამოუკიდებლად (მათ შორის საველე პირობებში) მოიძიოს სალიტერატურო, სტატისტიკური, კარტოგრაფიული მასალები და მოახდინოს მათი განზოგადება, ანალიზი, შეფასება;
პრაქტიკაში გამოიყენოს კარტოგრაფიული და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების მეთოდები და მიდგომები; კვლევითი და საექსპერტო საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული ეთიკის ნორმები;
კონტაქტი დაამყაროს უცხოელ მეცნიერებთან. მოამზადოს და ინგლისურ ენაზე გააკეთოს პრეზენტაცია.
მაგისტრს შეუძლია:
დამოუკიდებელად ჩაატაროს კვლევა საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა რეგიონში;
ანალიტიკური ანგარიშის და/ან ნაშრომის მომზადება მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გეოგრაფიული ასპექტების შესახებ;
საკუთარ კვლევაში გამოიყენოს თანამედროვე თეორიები და მიდგომები; კვლევა წარმართოს სამეცნიერო ეთიკისა და პრინციპების დაცვით.
სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის (2005 წლიდან საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის, შემდეგ მიმართულების) კურსდამთავრებულები წარმატებით იყენებენ მიღებულ ცოდნას მეცნიერულ და განსაკუთრებით პრაქტიკულ საქმიანობაში.კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში. საკმარისია აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალისტები მუშაობდნენ და მუშაობენ სხვადასხვა საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობებზე. მათ შორის იყვნენ/არიან 2 პერემიერ-მინისტრი, 4 მინისტრი, 10-მდე მინისტრის მოადგილე და მათთან გათანებრებული პირი, 12 ელჩი. ორი კურსდამთავრებული ამჟამად მუშაობს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ- ბინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შრომით ბაზარზე მთლიანობაში საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ეს მოთხოვნა არ მცირდება.
წარჩინებულ სტუდენტებს მიმართულება რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის სამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში მათი შრომათმოწყობის მხრივ.
სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის მაგისტრების დასაქმების შესაძლო სფეროებს წარმოადგენს: სამთავრობო ორგანიზაციები (მათ შორის დიპლომატიური სამსახურები), საგანმანათლებლო, გეგმარებითი, გარემოსდაცვითი და ტურისტული დაწესებულებები; არასამთავრობო და კომერციული სექტორი.